საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო.
სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ქსელი შეცვალა.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაობს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასფალტის პირველი ფენა 1 955 კვადრატულ მეტრზე, შარაშიძის ქუჩაზეც დაიგო. ნუცუბიძის ქუჩის N36, N38, N40-ში კი, ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც ბორდიური უკვე მოეწყო. შიდა ეზოები მოწესრიგდა ცინცაძის ქუჩა N11-სა და დოლიძის N21-შიც.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 461 761 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები