ზაზა სარალიძე საქართველოს პატრიარქს შეხვდება

ზაზა სარალიძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
შეხვედრა საპატრიარქოში 19.00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, პატრიარქთან შეხვდრის ორგანიზატორი საპატრიარქო იყო.
რაც შეეხება გააგრძელებს თუ არა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე შიმშილობას, მან აღნიშნა, რომ ამ საკითხს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურებს.
„პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით თავად გამომეხმაურნენ, თავად ისურვეს ჩემთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, მზად ვარ შეხვედრისთვის, მივალ და ადგილზე გავერკვევი, რისი გულისთვის ვარ დაბარებული პატრიარქთან. ერთი ის ვიცი, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პირადად უწმინდესთან შეხვედრა. ვიცი, რომ აუცილებლად დამლოცავს და გაძლიერებას მისურვებს”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები