ირინა აბულაძე: საჯარო სკოლის მინიმალური სტანდარტი ინფრასტრუქტურის მიმართულებით ამ დრომდე არ არსებობს

„სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი სწორ მართვას მოითხოვს“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა პრობლემურია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
„სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი სწორ მართვას მოითხოვს. სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ახალი მიდგომებით აპირებს მუშაობას. ტყუილი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა სკოლის საჭიროებას დავფარავთ 2019-2020 წლამდე. ამ დრომდე, საჯარო სკოლის მინიმალური სტანდარტი ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არ არსებობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობა. მნიშვნელოვანია, სკოლების მდგომარეობის ძირეული შესწავლა და პრიორიტეტიზაცია. ყველა სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები