შს მინისტრი “ხორავას საქმეზე”: კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები

ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შს მინისტრის თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა.
“ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ხორავას კრიზისთან?! რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაკავებაც მოხდეს.
„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები