Eastern Promotions და „თი-ბი-სი“ სტატუსი ფესტივალს Jazz and Wine Kakheti ერთობლივად გამართავენ

21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში Lopota Lake Resort & Spa, რიგით მეორე ფესტივალი – Jazz and Wine Kakheti გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი Jazz & Wine Kakheti-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.
Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.
„თი-ბი-სი“ სტატუსის მომხმარებლები Jazz and Wine Kakheti-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.
ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://beta.tkt.ge/Show/5132/jazz-and-wine-kakheti

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები