კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ხვალიდან იგი საადვოკატო საქმიანობს შეუდგება.
„ორი კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას“, – წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად 2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები