Backstage 76-ში, ტრიო La Courbe Flotante -ს კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

 კლუბ Backstage 76-ში, ტრიო La Courbe Flotante -ს კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა ფრანგულ და ქართულ ენაზე შექმნილი საკუთარი ორიგინალური ნაწარმოებები შეასრულა.
ტრიოს შემადგენლობა –  მუსიკოსები: თამუნა მგალობლიშვილი (საქართველო, საფრანგეთი), დავით ხოსიტაშვილი (საქართველო), ვარდან პარემუზიანი (სასომხეთი).
დავით ხოსიტაშვილი: „კონცერტი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. „ბექსთეიჯში“, ადრინდელთან შედარებით, გაათმაგებული მსმენელი მოვიდა. უფრო მეტად მოსწონთ ჩვენი გამოსვლები და, შესაბამისად, ინტერესიც მეტია. სომეხი დრამერი ვარდან პარემუზიანი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს, ისე ორგანულად ჩაჯდა ჩვენს ანსამბლში, რომ უკვე განუყოფელი წევრია.  იგი ქართულად ამღერდა…
მუსიკალური რეპერტუარი მრავალფეროვანია: ფრანგული შანსონიდან – ეთნომდე. ინსტრუმენტების არსენალიც საკმაოდ ფართოა – ქათული ჩონგური, აფრიკული კალიმბა, ბრაზილიური ბირიმბაო, აკუსტიკური გიტარები, ლათინოამერიკული კახონი, ოკულელე, აკორდეონი და სხვა…
თავიდან ტრიო მხოლოდ ფრანგულ  სიმღერებს ასრულებდა, ახლა ქართული სიმღერებიც მომრავლდა… გვინდა, რომ სამომავლოდ შერეული მელოდიებიც ამღერდეს. ქართულ მელოდიაზე მორგებული ფრანგული ენა ხომ ძალიან ორიგინალურად ჟღერს და საინტერესოა ყველასთვის“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები