“ჩვენი თანამშრომლობა აშშ-თან, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივების უსაფრთხოების ერთგვარი პოლიტიკური გარანტია”

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს“ – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის შეხვედრას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
,,ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს ევროკავშირში, ნატო-ში და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივების უსაფრთხოების ერთგვარი პოლიტიკური გარანტია. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ამ უმოკლეს ვადაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, ის შეხვდა ტრამპის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ ბოლტონს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ჩვენი მომავალი პარტნიორობის, თანამშრომლობის პერსპექტივებს“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდგომ, შეერთებულ შტატებთან ამ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით კიდევ უფრო ძლიერ და მყარ ეტაპზე გადავალთ. „ველით, რომ ეს ასევე დაუკავშირდება ეკონომიკურ პარტნიორობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვმუშაობთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები