სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან.
როგორც ცნობილია, ქვეყნის ოფიციალური პირები 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.
შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება.
რუსული დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულ დელეგაციას – თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.