ფარნაოზ ლაპიაშვილის  შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა -„სიცოცხლე ფერებში“ გაიხსნება

 19 სექტემბერს, 19 საათზე,  ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის – ფარნაოზ ლაპიაშვილის  შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა -„სიცოცხლე ფერებში“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს,  ამ გამოფენით გრძელდება გამოფენების ციკლი „მხატვრობა ბალეტში“.
წარმოდგენილი იქნება ექსპონატები ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმისა და ფარნაოზ ლაპიაშვილის ოჯახის პირადი ფონდებიდან და კოლექციებიდან.
ღონისძების მოდერატორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკატერინე კიკნაძე იქნება.
ფარნაოზ ლაპიაშვილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული თეატრის როგორც საბალეტო, ასევე დრამატული თეატრისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი სახასიათო და შთამბეჭდავი კოსტიუმისა თუ დეკორაციის ესკიზით შეიქმნა მრავალი დაუვიწყარი სპექტაკლი თუ კინოფილმი. მათ შორის: „განთიადი,“ „მშვიდობისათვის,“ „გორდა“, ,,ზმანებანი აღლუმებს შორის“, ,,ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, ,,მიიღეთ გამოწვევა, სენიორებო”, ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ,,ცისკარა’’, ,,მაგდანას ლურჯა’’, ,,ქეთო და კოტე’’.
გამოფენა გაგრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები