დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ცინცაძის, თამარაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ჭილაძის, ქართველიშვილის, დელისის, ართმელიძის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, ლვოვის, ვახტანგ ჩიქოვანის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, მარუშიძის, ლომონოსოვის, შარტავას, იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 1300 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის და გლდანის რაიონებში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების IV მიკრორიონის, თემქის დასახლების III მიკრორიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის, ავშნის, მონადირეს და ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აჯიაშვილის, გორგასლის, სამღებროს, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ორპირის, საადის, გომის, სალმის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, შუშინის და მირზა შაფი ლაზახის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები