სანკტ-პეტერბურგში ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია, მოკლეს

სანკტ-პეტერბურგში ავტორიტეტული მეწარმე და ბიზნესმენი, ბადრი შენგელია ლენინგრადის რაიონში 17 სექტემბერს მოკლეს. ამის შესახებ  ადგილობრივი მედია წერს.
მათივე ცნობით, 17 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე ის საკუთარ ავტომობილში, ვსევოლოჟსკის რაიონში ჩაცხრილეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ბადრი შენგელიას მკვლელობის ფაქტზე დაიწყო, რომლის სეული “მერსედესის” მარკის ავტომობილში იქნა ნაპოვნი. შენგელია ორი სისხლის სამართლის საქმის მოწმედ ფიქსირდება, ის მონაწილეობდა რეიდებში და ასევე საკუთარი ნახატების გამოფენას აწყობდა.
მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შენგელიას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები