დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სიმსივნის შესახებ წინასწარი კვლევა გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ცნობარის “ჯანმრთელობის დაცვა” 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონში 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევები შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად კი, ცნობარის იმ ნაწილიდან, სადაც რეგიონების მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევების სტატისტიკაა წარმოდგენილი, ირკვევა, რომ 2016 წლის მონაცემებით ქვემო ქართლში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე მიღებული სერვისების მიხედვით 40.1% -ი შეადგინა, ხოლო გასულ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 20,9% -მდე შემცირდა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ზოგიერთ მათგანში ქვემო ქართლისგან განსხვავებით 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები საგრძნობლად მომატებულია. მაგალითად, აჭარაში 2016 წელს 870 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს, 898 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოველწლიური გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჯანდაცვის რესურსების ამსახველი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები.

იხილეთ სტატისტიკა:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები