ეკა ბესელია ტუია ალტანგერელს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ახალ მოადგილეს, ტუია ალტანგერელს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის საერთო მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის პარლამენტის კომიტეტებისთვის სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშების შედგენას, პარლამენტის შესაძლებლობების გაზრდას ადამიანის უფლებებზე მონიტორინგის მხრივ, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები