არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართველმა მწერლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც აღინიშნა. N 11 პენიტენციურ დაწესებულებას პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველი მწერლები მანანა მენაბდე, გიორგი არაბული, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული და ალექსანდრე შუღლაძე ესტუმრნენ. მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ახლო მომავალში საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უსურვეს.
მწერლებმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას საკუთარი ნაწარმოებებიდან ცალკეული ეპიზოდები წაიკითხეს. მათი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მსჯავრდებულები სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
შეხვედრის დასასრულს მანანა მენაბდემ საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა.
სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
შეხვედრა ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები