გლდანის მესამე ა მიკრორაიონში გზის საფარის და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 300 კვ.მ ფართობზე იგება.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დებუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„მესამე ა მიკრორაიონში გზის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან, გასულ წელს, სპორტული მოედანი მოეწყო, შემდეგ მიწის მოჭრის სამუშაოები განვახორციელეთ, წელს კი, გზის საფარის მოწესრიგება და სკვერის მოწყობა ერთობლივად მიმდინარეობს. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
საგზაო სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები