მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, თსუ-ს წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ

6 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია, რომელიც სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „თი-ბი-სი“ ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკისრა, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების 5 წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდიის სახით გადაეცა.
მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას პერმანენტული სახე მიეცემა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტები ფულად ჯილდოს ყოველწლიურად, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიიღებენ.
„ჟურნალისტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მათი ობიექტური და მიუკეძოებელი საქმიანობა არის გარანტია იმისა, რომ საზოგადოება სწორად იქნება ინფორმირებული. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ თავისუფალი ჟურნალისტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, ეს სტიპენდია არის ერთგვარი წახალისება, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ“, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის პირველი სტიპენდია 5 წარჩინებულ სტუდენტს დღეს თსუ-ში სწავლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაეცა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები