პატრიარქი კანაფის კულტივაციის საკითხზე ირაკლი კობახიძეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
შეხვედრა კანაფის კულტივაციის საკითხზე შედგა.
„მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა,ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პატრიარქის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები