ჭადრაკის ფედერაციამ “სოკართან” თანამშრომლობის 10 წლის იუბილე აღნიშნა (ვიდეო)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სასტუმრო „Rooms Hotels Tbilisi“ -ში კომპანია სოკართან თანამშრომლობის 10 წლის იუბილე აღნიშნა.
2008 წელს დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ ქართულმა ჭადრაკმა საგრძნობი წინსვლა განიცადა. განვლილი 10 წლის განმავლობაში მოჭადრაკე ვაჟებმა და გოგონებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ პერიოდში ორი უდიდესი შეჯიბრი მოიგო: 2008 წელს დრეზდენში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა და 2015 წელს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი.
„სოკარი“ ქართული ჭადრაკის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს და ამჯერად ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახლავთ, რომელიც 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 180 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი ეწვევა.
თანამშრომლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება დაამშვენა ლეგენდარულ ქალ-მოჭადრაკეთა გუნდმა:
ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე,ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი.
ღონისძიების დასასრულს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის მოყვარულთათვის ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები