ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ პეტიციას შეუერთდა

   ანტიდისკრიმინაციული კანონიდან რამდენიმე ფრაზის ამოღების მოთხოვნით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტის შენობასთან მივიდა და პეტიციას შეუერთდა. როგორც ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტთან იმიტომ მივიდა, რომ სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს “ამაზრზენი კანონის წინააღმდეგ”.
“ვგმობ მას და მოვითხოვ მის გაუქმებას, რადგან ეს არის ქვეყნის და ერის გარყვნის, სულიერი დეგრადაციის კანონი. ეს არის პირველი ნაბიჯია იმ პროგრამაში, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ და რომლის წინააღმდეგა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობააა. ამ კანონის მიღებით ჩვენმა პარლამენტმა არადემოკრატიული აქტი ჩაიდინა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
პარლამენტთან შეკრებილია ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეების ერთი ნაწილი. ისინი ამ კანონიდან რამდენიმე ფრაზის, მათ შორის, “სექსუალური ორიენტაციის”, “გენდერული იდენტობის” დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები