“ეკლესიის განწყობებიც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს გამოხატავს”

სამწუხაროდ, შეიქმნა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. ეკლესიის განწყობებიც ასევე გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს მარიხუანას თემაზე საუბრისას განუცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. ეკლესიის განწყობებიც ასევე გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ.
ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს, ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე, მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ; წინაღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კანონი იქნება დღენაკლული“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები