გიორგი ტყემალაძემ 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ლილოს დასახლებაში მდებარე 107-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მან სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დადგომა მიულოცა.
„ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლის წლებს გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ეს დაუვიწყარი პერიოდია. მოსწავლეებისთვის იწყება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ ერთი წელი. ისინი შემართებით არიან და ვულოცავ მათ. ასევე მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომელთათვისაც დაუღალავი შრომის, თავდადების და უდიდესი პასუხისმგებლობის წელი იწყება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლა დაათვალიერა, იმყოფებოდა პირველკლასელთა საკლასო ოთახში და პირადად გაესაუბრა პატარებს.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. მათთვის ეს განსაკუთრებით ემოციური და დაუვიწყარი დღეა. ჩემო პატარებო, გისურვებთ წარმატებულ, სასიამოვნო და ცოდნით სავსე ბედნიერ წლებს,“- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები