გია ყანჩელი პირველი საპატიო რუსთაველი გახდა

რუსთავში „რუსთავქალაქობა 2018” მიმდინარეობს.
„რუსთავქალაქობა 2018“-ის პირველი დღე საქართველოს სიმფონიური ორკესტრის და ნიკა რაჭველის კონცერტით დასრულდა. კონცერტი, რომელზეც ქართული საორკესტრო მუსიკის საუკეთესო ნიმუშები შესრულდა, რუსთავის მერმა კონფერენსიეს ამპლუაში გახსნა.
კონცერტს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რიგითი რუსთაველები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ქალაქის 70 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე, ნიკა რაჭველმა და საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის საორკესტრო კომპოზიციები, ქართული კინომუსიკის ლეგენდად ქცეული – ,,დანელიადად“ წოდებული შედევრები შეასრულეს გიორგი დანელიას ფილმებიდან.
სიურპრიზი იყო სცენაზე ცნობილი ქართველი მომღერლის, ნატო მეტონიძის გამოჩენაც.
კონცერტის მთავარი კულმინაცია კომპოზიტორ გია ყანჩელის სცენაზე ასვლა იყო. გია ყანჩელი „რუსთავქალაქობა 2018“-ის პირველი საპატიო რუსთაველი გახდა. ლეგენდარულმა კომპოზიტორმა, რუსთაველებს იქვე შესთავაზა უზარმაზარი საჩუქარი და განაცხადა: ,,ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ დარბაზში მყოფ ადამიანებს, არა მარტო ქართული სიმფონიური მუსიკის, არამედ მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ნიმუშების მოსმენის საშუალებაც ჰქონდეთ ამ სცენიდან და მე დღეს მინდა ვთხოვო ნიკას, რომ ყველა ის კონცერტი, რომელსაც თბილისში ჩაატარებს, რუსთაველებისთვისაც შეასრულოს ამ სცენიდან“.
„რუსთავქალაქობა 2018“-ის საზეიმო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.ქალაქის დღესასწაულს  თოდრიას სახელობის ქუჩამ ფერების ფესტივალით, ელექტრონული მუსიკით და უამრავი სიურპრიზით უმასპინძლა.

„რუსთავქალაქობა-2018“-ის პროგრამა:

 

17 სექტემბერი
16:00 – 19:00 სთ – სპორტული ღონისძიებები
19:30 სთ – „მერაბ კოსტავა, თემურ ჯანელიძე და რუსთავი“ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) – ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ – მოზარდმაყურებელთა თეატრი – სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა’’

18 სექტემბერი
16:00 – 19:00 სთ – სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
12:00 – 14:00 სთ -მერის საჩუქარი პირველკლასელებს -საბავშვო სპექტაკლი -კულტურის ცენტრი
20:00 სთ – კონცერტი -ლაშა ღლონტი და ,,ალილო’’ – რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, ამფითეატრი

19 სექტემბერი
11:00 სთ – დასაქმების ფორუმი, რომელშიც ოცდახუთი კომპანია (ათი ადგილობრივი) მიიღებს მონაწილეობას – გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის დრამატული თეატრის შენობა
16:00 – 19:00 სთ – სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
17:30 სთ – ,,გერმანელი ტყვეები და რუსთავი’’ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) ჭყონდიდელის დასახლება

20 სექტემბერი
16:00 – 19:00 სთ – სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
15:00 სთ – ეთნოფესტივალი -კულტურისა და დასვენების პარკი, ,,რუსთავის ციხის’’ ტერიტორია
15:00 სთ – საბავშვო კონცერტი -კულტურისა და დასვენების პარკი, ამფითეატრი

21 სექტემბერი
16:00 – 19:00 სთ -სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
16:00 სთ -ავტოშოუ – წმ. ნინოს ქუჩა, ,,ფოლადის’’ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ – ,,ჟიული შარტავა და რუსთავი’’ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) –
ჟიული შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ – ქუჩის თეატრი- ჭყონდიდელის დასახლება, რჩეულიშვილის ქუჩა

22 სექტემბერი
16:00 – 19:00 სთ – სპორტული ღონისძიებები
15:00 სთ – მარათონი სირბილში
16:00 სთ – დასკვნითი ღონისძიება ,,კეთილი ადამიანები’’
17:00 სთ – „გააცოცხლე რუსთავის ისტორია“
კოსტავას გამზირი, ,,არკის’’ მიმდებარე ტერიტორია
20:30 სთ – კონცერტი – ჯგუფი ,,რეგიონი“
ლეონიძის ქუჩა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები