ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა – იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ექიმების დახმარება დასჭირდა. იგი რუსთაველზე უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს და შეუძლოდ გახდა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება, რომლებმაც სარალიძეს ადგილზე გაუწიეს დახმარება, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა მაინც საჭირო გახდა. ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მოკლული მოზარდის მამა პარლამენტის წინ მეექვსე დღეა შიმშილობს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.