საქართველოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი ეწვევა
საქართველოს 15 სექტემბერს, ვიზიტით ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი ეწვევა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ეუთოს უმაღლესი კომისრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი შეხვედრებს ცესკოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან და საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლებთანაც გამართავს. ლამბერტო ზანიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ეუთოს უმაღლესი კომისარი საქართველოში იტალიის საელჩოს ეწვევა. ლამბერტო ზანიერის ვიზიტი საქართველოში 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.