შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მათივე ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
“კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები