ნაძალადევის რაიონში კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური, ტროტუარი მოეწყო და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა აგრძელებს ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და წლის ბოლომდე, საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება,“ – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის საკონტრაქტო ღირებულება 217 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები