სათხეს სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო პროცესი დაიწყო

ქვემო ქართლში (დმანისის მუნიციპალიტეტი), დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია RMG-ს შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რესტაავრაციის 4-წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.
არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და სააგენტოს მიერ ნებადართული სარესტავრაციო სამუშაოების საფუძველზე V-X სააუკუნეებისდროინდელი ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს.
სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდება ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყობა დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები. ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მოიხსნება მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა. პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200-ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდება, ხოლო ახლად აღმოჩენილი ქვები აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდება და სარესტავრაციო გეგმაზე დაიტანება. ტაძარი სრულად გაიწმინდება ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდება. დღემდე შემორჩენილი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები კი დროებით კონსერვირდება.
სამომავლოდ, სათხეს ტაძრისა და მისი მინაშენების კონსტრუქციული წყობის გამაგრებითი პროცესი წარიმართება, რაც ქსოვილზე არსებული ბზარების გამაგრებას, ავთენტური ქვების წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით ფასადებზე უკან დაბრუნებას, ჩაქცეული კამარების აღდგენასა და გადახურვის რეკონსტრუქციას გულისხმობს. ტაძრის კედლების ის ნაწილები, რომლის საპერანგე ქვა ადგილზე არ იძებნება, კარიერული გზით მოპოვებული ანალოგიური ჯიშის ახალი ქვებით შეივსება. სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუსაოების მიმდინარეობას, რომლსაც კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე „საყდრისის კომიტეტის“ წევრებთან და კომპანია RMG-ს გენერალურ დირექტორთან, ჯონი შუბითიძესთან ერთად გაეცნო.
სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები.
ტაძარი წარმოადგენს ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგებ დარბაზული ტიპის ეკლესიას სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მინაშენებით, რომელიც მრავალფენიანი და მრავალშრიანია და ასახავს მშენებლობისა და ხუროთმოძრვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს. ქრონოლოგიურად ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში უხვადაა ჩართული და გამოყენებული იმავე პერიოდის ერადოვანი ქვის სტელები. იგი XVII ს-ში საფუძვლიანად შეუკეთებიათ. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა, სადაც ჩრდილოეთ კედლად გამოყენებულია V-VI სს. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით ორთული სარკმლებით, მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით, მხატვრობის სათხის ეკლესია. ცენტრ. ეკლესიის დას. ფასადი და სამხრ. მინაშენის დას. ფასადი აღმ. ფასადის სარკმელი ფრაგმენტებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით მკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები