პაატა ბაირახტარი: ახალი საბაჟო კოდექსი ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტს დადებითად აფასებს.
როგორც ბაირახტარმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ახალი კანონპროექტი ევროპული ქვეყნების სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან, იგივე ჩინეთთან, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული, რომელსაც სჭირდება საბაჟო მოდელებისა და საბაჟო პროცედურებისთვის უფრო მეტი მოქნილი მექანიზმი, აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო აღნიშნული კანონმდებლობის დახვეწა. აღნიშნული კანონპროექტი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოება. სწორედ ამ კანონმდებლობის დახვეწით ჩვენ მოვახერხეთ დაგვემკვიდრებინა, ასე ვთქვათ, საერთო წესების თამაში და შევერთებოდით საერთაშორისო სამართლის წესებს, რომლებიც ყველა დიდი მოთამაშე ქვეყნისთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, მათ არ დასჭირდებათ შემდგომში ადაპტირება ან გარკვევა ჩვენ სისტემასთან დაკავშირებით. ზოგადად, სხვადსხვა ახალგაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით, რა საკვირველია, საკანონმდებლო ხაზები იხვეწება, ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არის მაქსიმალურად მორგებული. სხვათა შორის, თუ ჩვენ ჩვენივე მეზობელ ქვეყნებს შევედრებით, ამ ქვეყნებთან მიმართებაში, აქამდეც საკმაოდ დახვეწილი იყო ჩვენი საბაჟო სისტემა, რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შედარებით ჩამორჩებოდა, აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, კი, მოხდა უფრო მეტი ჰარმონიზაცია ევროსტანდარტებთან. აღნიშნულ რეალობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი კანონმდებლობაც ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი მოწინავე და ნებისმიერი თანამდეროვე გამოწვევას პასუხობს“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.
ახალი საბაჟო კოდექსის, რომელიც საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 109-გვერდიანია და 214 მუხლისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები