მაშველებმა დარიალის გვირაბიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველებმა დარიალჰესის მშენებლობის სიახლოვეს მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს. 13-ვე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტრის ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1LhzLQEkwWI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები