ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში,  წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის მიზნით, გამოქვეყნდა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

ფინანსთა სამინისტრო  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს  სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს  ფინანსთა სამინისტროს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  NewCustomsCode@mof.ge

როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს სამინისტრო დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას ახალი საბაჟო კოდექსის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები