„ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი სერგეი რახლინი მასტერკლასს ჩაატარებს
ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მოწვევით, საქართველოში „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი – სერგეი რახლინი ჩამოდის.
წარმოშობით ლატვიელი სერგეი რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის უცხოენოვანი ფილმების კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალს წარმოადგენს. წლების განმავლობაში იგი ამავე ცერემონიის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.
15 სექტემბერს, 17:00 საათზე, კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ სერგეი რახლინი მასტერკლასს ჩაატარებს. საუბარი იქნება კინოკრიტიკისა და კინოჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, ასევე, ამერიკული კინოპიარის მექანიზმებზე და გზაზე, რომელსაც კანდიდატი ფილმები „ოქროს გლობუსის“ ნომინანტობამდე გადიან.
მასტერკლასის სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.