საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მდივანი: საქართველო ორწლიანი გადასახედიდან არნახულად გაიზარდა

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ფორუმი, თქვენ არნახულად გაიზარდეთ ორწლიანი გადასახედიდან – აქ უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი თავისი ხელისუფლების წევრებითა და ექსპერტებით, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, თავისებური შეფერილობა და ესეც განაპირობებს წარმატებას“, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018) განაცხადა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დადებითად აფასებს საქართველოს საზღვაო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი წარმატების პოტენციალი აქვს.
„მინდა, საქართველოს საზღვაო წარმოება-მრეწველობის პოტენციალს შევეხო – ნამდვილად კარგი სტრატეგია, მონდომება, კეთილი ნება და რასაკვირველია, მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პირობას ქმნიან, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა კიტაკ ლიმმა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა.
ცნობისთვის, GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები