ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა (ფოტო)

„საინჟინრო ქვედანაყოფების სიტუაციური სწავლება“ ვაზიანის მე-5 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით დღეს დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორკვირიან წვრთნაში საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ბატალიონი, ქიმიური ოცეული და EOD-ის ჯგუფები, ასევე IV მექანიზებული ბრიგადის ასეული და სატანკო ოცეული მონაწილეობდა.
საინჟინრო ქვედანაყოფის ვითარებაზე ორიენტირებული წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, თავდაცვის და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხრდაჭერა, ასევე ზურგის რაიონის საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა.
დასკვნით სწავლებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ.
მექანიზებულმა ასეულმა და საინჟინრო ქვედანაყოფებმა სიმულაციური ობიექტების დაცვა განახორციელეს. მათ ბრძოლაში ჩართვის რაიონში მოწყობილი სხვადასხვა ტიპის საინჟინრო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. სამხედრო ინჟინრებმა სიმულაციური დაბრკოლებების შემცირება მოახდინეს, შემდეგ კი, ობიექტზე შეტევა განახორციელეს. გათამაშდა EOD-ის ოპერაცია და აუფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუნებელყოფა. ქიმიურმა ოცეულმა ქიმიური იარაღის შედეგად დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდაც უზრუნველყო. სწავლებაში გამოყენებული იყო საინჟინრო ტექნიკა.
ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები ურთიერთშეთანხმებით კოორდინირებულად მოქმედებდნენ და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები