მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დარიალის ხეობაში მთის მასივის ჩამოშლასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ხალხი მოყოლილია გვირაბშიც და მათი მდგგოამრეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.