სამღვდელოების წარმომადგენლებისა და მრევლის მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა
სამღვდელოების წარმომადგენლებისა და მრევლის მსვლელობა ფილარმონიიდან სამების ტაძრამდე დასრულდა. მსვლელობა 10.00 საათზე დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს შეუერთდნენ. სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისით ისინი ილია მეორის მიერ რამდენიმე კვირის წინ დაწესებული ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ.
სამღვდელოებას და მრევლს 17 მაისთან დაკავშირებით სხვა ღონისძიება დაგეგმილი არ აქვთ.
მსვლელობა მშვიდობიანი და ლოცვითი იყო, მსვლელობის დროს სასულიერო პირებმა საგალობლები შეასრულეს და იკურთხა ის ქუჩები, რომელიც მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს.