პარლამენტთან აქციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს აქციის მსვლელობის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველებმა მათთვის პლაკატების ჩამორთმევა სცადეს. რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებენ. მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.