“ეს იყო იძულებითი შვებულება” – ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ მისი შვებულება იძულებითი იყო.
მინისტრმა შვებულების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ სამსახურში არყოფნის მიუხედავად, თანამშრომლებთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო.
„არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ იყო შვებულება დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება. ეკონომიკის მინისტრად ჩემი დანიშვნა ძალიან სწრაფად მოხდა, რამაც შექმნა სიტუაცია, რომ დამრჩა გადასაბარებელი საქმეები, ასევე უნდა ჩამეტარებინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურები, რამაც ცოტა მეტი დრო წაიღო“, – განაცხადა ქობულიამ.
ქობულიამ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა.
„დღესდღეობით, მე 100 პროცენტით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში და ძალიან დიდი ამბიციები მაქვს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამოცანებს, რომელიც ჩემს წინაშე დგას. ამის დამადასტურებელია ფაქტი, რომ თვრამეტი წელი ვიმუშავე ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც მივაღწიე კარიერის ზენიტს ძალიან მაღალი ანაზღაურებით და ამის მიუხედავად, წამოვედი საქართველოში. ვფიქრობ, ეს ფაქტი საკმარისი უნდა იყოს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები