ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძვნარიანში რიტუალების სახლი გაიხსნება

უახლოეს მომავალში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძვნარიანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რიტუალების სახლი ექნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, დღეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ ძეძვნარიანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს რიტუალების აშენება სთხოვა. სოფელში უკვე არის რკინის გადახურული კონსტრუქცია, რომელიც გასულ წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. რკინის კონსტრუქციის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რიტუალების სახლი ექნება“,- აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
როგორც დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას განუმარტა, პროექტი მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები