გია აბაშიძე: “ნაცმოძრაობის” მიზანია, მოახდინოს ცესკო-ს დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დელიგიტიმაცია

პოლიტოლოგი გია აბაშიძე „პირველთან“ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს:
ხელისუფლება გეგმავს არჩევნების გაყალბებას, აცხადებს ნაცმოძრაობა აჭარაში და “ქართული ოცნების” იმ აქტივისტების სია აქვეყნებს, რომელთა დანიშვნაც, მათივე განცხადებით, საუბნო კომისიებში იგეგმება. რამდენად სერიოზულია ეს ბრალდებები?
– კარგია, რომ ახლა ოფისში, კომპიუტერთან ვართ. მოდით, ინტერნეტში ძიებაში გავუშვათ ამ სიტყვათა ერთობლიობით – “ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას გეგმავს”. ხედავთ, რომ ამ კომბინაციით, მსგავსი ე.წ. ბრალდებები ყველაზე მეტჯერ მიუთითებს შალვა ნათელაშვილის გამონათქვამებს ყველა ბოლო არჩევნების წინა პერიოდში. არის ასევე სხვა ურეიტინგო პარტიის წევრთა მსგავსი ფრაზებიც. მათი ჩამოთვლა არ ღირს. ნუ დავკარგავთ იმის ძიებაზეც დროს, თუ რამდენ-რამდენი პროცენტი აქვთ მიღებული მათ, ანდა ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ „ერთიან დიად“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ თითოკაციან პარტიებს. პოლიტიკური სუბიექტის სიტყვის ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელია მის მიერ ბოლო არჩევნებზე მიღწეული შედეგი, არა? ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ყველა არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის არაერთი შეფასება მიუთითებს მზარდ პროგრესზე.
გასაგებია, ნაცმოძრაობის კონკრეტულ ამ ბრალდებაზე რას იტყოდით?
– ამ კონკრეტიკას მე ვხედავ მათ ზოგად ტენდენციაში – ეცადონ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტირება და საარჩევნო პროცესის დელიგიტამაცია. და, ბუნებრივია, მათივე გეგმიდან გამომდინარე, არალეგიტიმური საარჩევნო ადმინისტრაციის პრეზიდენტი იქნება არალეგიტიმური. ამგვარი ნათელაშვილისეური ბრალდებები იქნება არაერთი. ჩვენ 28 ოქტომბრის არჩევნებზეც მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი გვეყოლება. მათ გამოცდილ ყურადღებას კი არც არსებული სამართლიანი გარემო გამოეპარება და არც დაუსაბუთებელი ფსევდო-ბრალდებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები