დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს
დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე განცხადებას მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე გააკეთებს. მან აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიაწოდა.
ჭიჭინაძის თქმით, ის პარტიიდან გარიცხვის გასაჩივრებას პოლიტსაბჭოზე არ აპირებს.