ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი CAREC-ის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა , რომელშიც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად.
“ჩვენ რამდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის რომელიც ერთდროულად პასუხობს ენერგეტიკულ რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგო კორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, აზიის განვითრების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ლიპახი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები