„ჩაქუჩა“, რომელიც „ალი და ნინოს“ ძეგლზე აცოცდა, სამართალდამცველებმა დააკავეს

29 წლის კონსტანტინე ედიბერიძე, მეტსახელად „ჩაქუჩა“, რომელიც „ალი და ნინოს“ ძეგლზე აცოცდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, 29 წლის მამაკაცი ადმინისტრაციულად არის დაკავებული, 173 მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბათუმში, „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ავტოკიბე. მოქალაქემ მაშველების დახმარებაზე უარი განაცხადა, თუმცა ქანდაკებიდან მათი მეთვალყურეობის ქვეშ ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები