ირაკლი ბერაია: “ქართული ოცნება” ბიზნესის განვითარებაზე მორგებული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ბიზნესის განვითარებაზე მორგებული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს. მისი თქმით, აღნიშნული, ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ევროკავშირის სტანდარტებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
“საბაჟო კოდექსის პროექტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.
საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები