მერაბ ჯანიაშვილი: მნიშნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას

ეკონომიკურ სკაითხებში ანალიტიკოსის მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდა დადებითი ფაქტია.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია. ინვესტიციები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის კურსის სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკის რეალური სექტორი განავითაროს. თუ გადავხედავთ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, – კერძო სექტორში დასაქმება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ითაა გაზრდილი,“ – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების კუთხით ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში პირველ კვარტალში კლება გვქონდა, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ ენერგეტიკასა და ტრანსპორტში ჩაიდო.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების გაზრდილი ნაკადები. თუ გადავხედავთ ბოლო წლების დინამიკას, 6,9 მილიონი დოლარი ამ სექტორისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინკლუზიური ზრდის მისაღწევად აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მზარდი იყოს. დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია, შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საზოგადოების შედარებით ფართო ფენებზე დადებითად აისახება“, – აღნიშნავს ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები