ფინანსთა სამინისტრო: საბაჟო სფეროში დეკლარირების ახალი ფორმა ინერგება

ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით მოახდინოს, რაც საბაჟო სფეროში დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
„ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის – თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა, საბაჟო ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს გარანტიის ახალი სახით – თავდებობით, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები