„ახალი საბაჟო კოდექსით, ინერგება გაფორმებისა და საქონლის გადამუშავების გამარტივებული პროცედურები“

„ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მარტივი გაფორმების პროცედურას“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება, სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც  საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს შეამცირებს.

„გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. ახალი რეგულაციით, ბიზნესს უმცირდება დანახარჯები და უჩნდება უფრო მეტი სტიმული საქართველოში პროდუქციის წარმოებისათვის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები