ივანე მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროპული საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურების, ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას საბაჟო სფეროში, სტაბილურ ბიზნესგარემოს და კერძო სექტორისთვის შეამცირებს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.
„კერძო სექტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება, გარდა ამისა, საჯარო განხილვების ფორმატში გაიმართება შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ყველა მიზნობრივ ჯგუფთან, რომელზეც მოხდება საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიზანია, საბაჟო კოდექსის მიღება მოხდეს ფართო კონსენსუსისა და საჯარო განხილვების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები