ზურაბ ძნელაშვილი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავებას დადებითად აფასებს

მისასალმებელია, რომ საბაჟო ურთიერთობებს ცალკე, სპეციალური კანონი მოაწესრიგებს, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შეფასებისას.
მისი თქმით, ეს რეგულაციების ხშირი ცვლილებისაგან დაცვის ერთგვარი გარანტიაა და სტაბილურ საკანონმდებლო სივრცეს განაპირობებს საბაჟო სფეროში.
„რაც შეეხება კოდექსის პროექტის შინაარსობრივ ნაწილს, საგულისხმოა, რომ იგი ერთგვარი სინთეზია საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში ბოლო პერიოდში გატარებული წარმატებული რეფორმებისა და მოწინავე ევროპული რეგულაციებისა, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ერთ-ერთ ბარიერს სწორედ ქვეყნებს შორის განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო რეგულირება წარმოადგენს.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსის მიღება კი უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის და ქართული და ევროპული ბიზნესის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები