თურქეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” გარდაიცვალა

თურქეთში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” – რევაზ ბუხნიკაშვილი, ცნობილი როგორც “პეწო” გარდაიცვალა.
როგორც “Прайм Крайм”-ი იტყობინება, სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება იყო, რომლის დიაგნოზიც მას 2017 წელს დაუსვეს და რომლის მეშვეობითაც ის პატიმრობიდან 18 წლით ადრე გაათავისუფლეს.
გამოცემის თანახმად, რეზო ბუხნიკაშვილი საქართველოში, ზესტაფონის რაიონში 1952 წელს დაიბადა. ბუხნიკაშვილისთვის სხვადასხვა ინსტანციის მიერ 1971-2017 წლებში მისჯილი პატიმრობა 77 წელს ითვლის.
საბჭოთა კავშირში ბუხნიკაშვილმა ფართომასშტაბური აღიარება, როგორც ქართული “ქურდული დაჯგუფების” ლიდერმა, 80-იან წლებში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები